English / ქართული / русский /
ლია თოთლაძემამუკა ხუსკივაძე
საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასწარმოქმნა: თეორიული მოდელი და ემპირიული შედეგები

რეზიუმე

ნაშრომში განხილულია ფაქტორები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უძრავი ქონების ბაზარზე ფასწარმოქმნის პროცესში. მიუხედავად ამ ფაქტორებსა და ბაზარს შორის განსაზღვრული თეორიული დამოკიდებულების არსებობისა,პრაქტიკაში ურთიერთობა შესაძლოა განსხვავებულიც იყოს.სტატიაში გაანალიზებულია ფუნდამენტური ფაქტორები, რომლებიც პრაქტიკულად მართავენ უძრავი ქონების ბაზარს. ყურადღება გამახვილებულია  გარდამავალი ეკონომიკის სახლის ფასების დეტერმინანტებზე. განხილულია მოდელი, რომელიც აღწერს საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასების ფუნდამენტური დეტერმინანტების, როგორიცაა მშპ ერთ სულ მოსახლეზე,რეალური საპროცენტო განაკვეთები, საბინაო კრედიტი და დემოგრაფიული ფაქტორები ზეგავლენას. ნაშრომში განხილულია აგრეთვე საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების დინამიკის ასპექტები.